Saturday, May 3, 2025

 


                            თამაში

     თამაში  ბავშვს  აძლევს  საშუალებას  შეისწავლოს  მის  ირგვლის არსებული  სამყარო,  ჩაატაროს  ბავშური  ექსპერიმენტები  და განავითაროს  სოციალური  უნარები. შესაძლებელია  ამ  ყველაფერს თქვენ  უყურებთ  როგორც  უბრალო  ბავშურ  თამაშს,  რომელსაც არანაირი  დამატებითი  სარგებელი  არ  მოაქვს, მაგრამ  სინამდვილეში ამ  დროს  ბავშვი  საკმაოდ  ბევრსმუშაობს”.  თამაშის დროს აქტიურად  ხდება  პრობლემების  გადაჭრა,  სხვადასხვა  უნარების გამომუშავება, ფიზიკური  და  გონებრივი  სირთულეების  გადალახვა.
    თამაში  ეხმარება  ბავშვს  ფანტაზიის  განვითარებაში!

წარმოსახვის  უნარის  საშუალებით  ბავშვს  შეუძლია  უბრალო  ხის კუბი  გადააქციოს  გემად  ან  ქვაბები  და  ტაფები გადააქციოს დასარტყამ  ინსტრუმენტად.
  თამაში  ხელს  უწყობს  სოციალური  უნარების  განვითარებას !
 
თამაში  ავითარებს  ურთიერთთანამშრომლობას  და  სათამაშოების გაზიარებას.  ბავშვები  თამაშის  დროს  თანხმდებიან  მასზედ  თუ  ვინ უნდა  იყოს  დედა,  ან  ვინ  უნდა  ჩაიცვას  ვარდისფერი  კაბა. ისინი ფაქტიურად  სწავლობენ  საკმაოდ  მნიშვნელოვან  სოციალურ  უნარებს.     

თამაში  ხელს  უწყობს  ფიზიკურ  განვითარებას!
სხვადასხვა  ტიპის  ფიზიკური  თამაში  ხელს  უწყობს  სხვადასხვა ფიზიკური  უნარის  განვითარებას. მაგალითად:  ხტუნვა  ხელს უწყობს  წონასწორობის   შენარჩუნების   უნარის   განვითარებას, სპორტული  აქტივობები   ზოგადად  მოითხოვენ  კოორდინაციას.   ფიზიკურ  თამაშს  ასევე  მოაქვს  არაფიზიკური  სარგებელი: ის ეხმარება  ბავშვებს  გაუმკლავდნენ   სტრესსა   და  გაღიზიანებას. საქმე ისაა, რომ თუ ბავშვს არ გამოუყოფთ აქტიური თამაშისთვის საკმარის დროს, თქვენმა შვილმა შეიძლება დაიწყოს ბუზღუნი და საკმაოდ გაღიზიანდეს (ფიზიკური  თამაშის  ნაკლებობა  შესაძლებელია  ბავშვის ზედმეტი  წონის  შედეგიც  გახდეს).
თქვენი  როლი  თქვენს  შვილთან  თამაშის  დროს
 
უკეთესია თუ ბავშვს მისცემთ  საშუალებას  თვითონ  მართოს სიტუაცია  თამაშის  დროს. მიეცით  ბავშვს  საშუალება  თვითონ განსაზღვროს რა და როგორ გააკეთოს დროის ფაქტორისა  და უსაფრთხოების  ზომების  გათვალისწინებით. ეს  მოგცემთ  საშუალებას დაინახოთ  თუ  როგორ  შეუძლია  მას  განსაჯოს  ესა  თუ  ის  სიტუაცია და ასევე შეძლებთ  განახოთ  ის  თუ  რისი  გაკეთებაც მას მოსწონს. შეუერთდით  ბავშვს  თამაშის  დროს, მაგრამ  მხოლოდ  მაშინ  თუ  დაგპატიჟებენის  თუ  რამდენად  ყურადღებით  ხართ ჩართული  თამაშში,  ძალიან  მნიშვნელოვანია  მისი  თვითშეფასების განვითარებისათვის მაგალითად,  როდესაც  თქვენ  ირგებთ  მის  მიერ  შექმნილ  რაღაც  როლს,  თქვენ  აღიარებთ  მის  წარმოსახვით სამყაროს  და  აჩვენებთ  იმას,  რომ  ის  რაც  მისთვის  სასიამოვნო  და საინტერესოა,  თქვენთვისაც  მნიშვნელოვანია.



Saturday, January 16, 2021

 10 მნიშვნელოვანი რამ, რაც ბავშვს ათ წლამდე უნდა ასწავლო

მშობლებს შვილის მომავალზე უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ბავშვის ზრდილობიან, წარმატებულ და სამართლიან ადამიანად აღზრდა თუ გსურთ, მისთვის ბევრი მნიშვნელოვანი რამის სწავლება მოგიწევთ. ვიდრე ბავშვი ათი წლის გახდება, მან აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ როგორ უნდა მოიქცეს კონკრეტულ ვითარებაში და რა შეცდომების დაშვებას უნდა აარიდოს თავი. ჩვენს სტატიაში 10 უმნიშვნელოვანეს საკითხს გაგაცნობთ, რომელთა შესახებ ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე უნდა იცოდეს.

1. „ერთნაირად დააფასე გოგონები და ბიჭები

პირველ რიგში, ბავშვს ადამიანების პატივისცემა უნდა ასწავლოთ. მას თანატოლებთან ურთიერთობისას დადებითი დამოკიდებულება და განწყობა უნდა ჰქონდეს, როგორც გოგონების, ასევე ბიჭების მიმართ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი სქესის წარმომადგენელს პატივი უნდა სცეს.

2. „შეცდომის დაშვების არ შეგეშინდეს

სხვების შეცდომებზე სწავლა ადამიანებს ძალიან უჭირთ. ბავშვმა გამოცდილება საკუთარ შეცდომებზე სწავლით უნდა მიიღოს. მას წარუმატებლობა არ უნდა აშინებდეს და მარცხში შესაძლებლობის დანახვა უნდა შეეძლოს.

3. „ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნიშნები

მშობლები ხშირად ბრაზდებიან, როდესაც მათი შვილები კარგ ნიშნებს არ იღებენ. კარგი ნიშანი საგნის კარგად ცოდნის ინდიკატორი არ არის. თქვენს შვილს აუხსენით, რომ ცოდნა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე სკოლაში მიღებული ნიშანი.

4. „მშობელი შენი მტერი არ არის, მას დახმარებისთვის უნდა მიმართო

ბავშვთან დამეგობრება მშობლისთვის საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს. არ მოახდინოთ შვილებზე ზედმეტი ზეწოლა, არ უყვიროთ მათ და არ წაუკითხოთ ხანგრძლივი ლექციები, რათა ბავშვმა სირთულეების შემთხვევაში თქვენთან მოსვლა შეძლოს.

5. „საკუთარი თავის დაცვა უნდა შეგეძლოს

მშობლების ნაწილი მასწავლებლების ან სხვა ადამიანების მიმართ ბევრად მეტ პატივისცემას ავლენს, ვიდრე საკუთარი შვილებისადმი. ეს ყოველივე ბავშვს თავს დაუცველად აგრძნობინებს და მას სუსტ ადამიანად აყალიბებს. ბავშვს აუხსენით, რომ ადამიანის პატივისცემა უმთავრესია, თუმცა მან საჭიროების შემთხვევაში თავის დაცვაც უნდა შეძლოს. დარწმუნდით, რომ ბავშვს

ყველაფერს სწორად უხსნით და სხვების ღირსების შელახვის გარეშე საკუთარი პოზიციის დაცვას ასწავლით.

6. „არასდროს გააკეთო აღიარების გამო ის, რისი გაკეთებაც არ გსურსბავშვები გამუდმებით ცდილობენ თანატოლებში პოპულარობის მოპოვებას, რის გამოც ბევრ მსხვერპლზე მიდიან. ბავშვს პირადი მაგალითით აჩვენეთ, რომ ღირსების შენარჩუნება და საკუთარი შეხედულებების ერთგულება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე აღიარების გამო ჩადენილი ნაკლებად მოსაწონი ქცევა.

7. „თუ რაღაცას ვერ იგებ, აუცილებლად დასვი კითხვა

კითხვის დასმა აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა. უმჯობესია, ბავშვმა კითხვა დასვას, ვიდრე თავი მოიტყუოს, რომ ყველაფერი ესმის. ბავშვობა საუკეთესო ეტაპია ამის გასაცნობიერებლად. აუხსენით თქვენს შვილს, რომ კითხვების დასმით ის გაცილებით ხარისხიან ცოდნას შეიძენს.

8. „თუ თავს ცუდად გრძნობ, მასწავლებელს ამის შესახებ უნდა უთხრა

ბავშვს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი არ უნდა ერიდებოდეს. ჯანმრთელობა სკოლაში მიღებულ ნიშნებზე უფრო მნიშვნელოვანია. ბავშვს ეს ადრეული ასაკიდანვე აუხსენით.

9. „ბუნებას პატივისცემით მოეპყარი

ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ მოუწესრიგებელი ქუჩებისა და ტროტუარზე დაყრილი ნარჩენების შესახებ. ბუნების პატივისცემა სახლიდან იწყება. პირველ რიგში, მშობელი უნდა გამოხატავდეს ბუნებისადმი პატივისცემას, რათა შვილმა მას მიბაძოს.

10. „აუცილებლად ისწავლე არას თქმა

ბავშვს ზრდასრულების, თანატოლებისა და მასწავლებლებისთვის გარკვეულ შემთხვევაში არას თქმა აუცილებლად უნდა ასწავლოთ. შვილი ძლიერ და დამოუკიდებელ პიროვნებად უნდა აღზარდოთ, რომელიც სხვების ნებისმიერ სურვილს არ დამორჩილდება. ეს თვისება მას მომავალში ძალიან გამოადგება.

მომზადებულია:​ brightside.me - მიხედვით