Sunday, November 3, 2019

რამდენიმე მარტივი გზა საკლასო ოთახში სიჩუმისა და ყურადღების შესანარჩუნებლად


       
    ხშირად, მასწავლებლისთვის „კლასის დაჭერის“ უნარი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საგნის ცოდნა. სიჩუმის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველა პედაგოგმა იცის, რომ ამას ყვირილითა და ნიშნის დაკლებით ვერ მიაღწევს. გთავაზობთ  მარტივ ხრიკებს, რომლებიც კლასში სიწყნარის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ:
·         ესაუბრეთ მოსწავლეებს – არ აქვს მნიშვნელობა რომელი კლასის
მოსწავლეებთან ხართ. აუხსენით მათ, თუ რატომ გჭირდებათ მათი ყურადღება. ესაუბრეთ დაკარგულ დროზე, გამორჩენილ ინფორმაციაზე.
·         „ერთი ტაში, ორი ტაშის” მეთოდი – თქვენ უკრავთ ტაშს (თითქმის უხმოდ),
ვინც გისმენთ ის უკრავს ორჯერ და ეს გრძელდება მანამ, სანამ ყველა მოსწავლე არ შეწყვეტს საუბარს და ტაშს არ დაუკრავს. საბოლოოდ, მოსწავლეების გაჩუმების ეს სახალისო გზა აპლოდისმენტებში გადაიზრდება.
·         გამოიყენეთ წამზომი – თუ მოსწავლეები რაიმე პროექტზე მუშაობენ, რაც
ხმაურს იწვევს, მიეცით მათ რამდენიმე წამი გაკვეთილზე „დასაბრუნებლად“. დააყენეთ წამზომი და უთხარით, რომ როცა საათის ისარი კონკრეტულ ნიშნულამდე მიაღწევს, კლასში სრული სიჩუმე უნდა იყოს.
·         დანიშნულების ადგილი – ამოირჩიეთ კონკრეტული ადგილი და როცა იქ
დადგებით, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ამით გაჩუმებისკენ მოუწოდებთ. ასწიეთ ხელი, ან გაშალეთ თითები კონკრეტულ ვადაში და როცა ყველა თითი გაიშლება, კლასში სიწყნარე უნდა იყოს.
·         დაითვალეთ უკუთვლით  – ხმამაღლა დაითვალეთ 5-დან ქვემოთ
არათანაბარი სიჩქარით და დააკვირდით მოსწავლეების რეაქციას.
·         პერსონალური მადლობა – ინდივიდუალურად მიდით ბავშვებთან, რომლებიც
უკვე ჩუმად არიან და მადლობა გადაუხადეთ ამისთვის. ეს ჯილდო სტიმული იქნება დანარჩენებისთვისაც.
·         გამოიყენეთ შუქნიშანი – მწვანეზე საუბარი შეუძლიათ, ყვითელი
გაჩუმებისკენ მოუწოდებს და როცა წითელი ფერი აინთება, კლასში სრული სიჩუმე უნდა იყოს.
·         ააყენეთ ფეხზე – თუ მოსწავლეები ენერგიას ვერ ხარჯავენ, დააყენეთ ფეხზე,
გააკეთებინეთ რაიმე სავარჯიშოები და შემდეგ დაიწყეთ.
·         სიახლოვე – დადექით მოსაუბრესთან ახლოს, შეეხეთ, უყურეთ საუბრისას…
·       
·         შეეწინააღმდეგეთ თქვენს ემოიციებს – არ დაანახოთ მოსწავლეებს თქვენი
აღელვება. აგრძნობინეთ უკმაყოფილება, მაგრამ არა თქვენი ნერვიულობა.