ხშირად მშობლებს სურთ, მეტად დატვირთონ ბავშვი და მას
შეასრულებინონ დამატებით დავალებები, რამდენად გამართლებულია ეს მიდგომა?
- პირველკლასელის დახმარება განსხვავდება მეორეკლასელის და სხვა ასაკის ბავშვების დახმარებისგან და ეს უნდა გვახსოვდეს. რაც შეეხება ზედმეტ დავალებებს, მოსწავლეებს სკოლებში ეძლევათ გარკვეული დავალება, ეს დავალება არ უნდა იყოს ისეთი სირთულის, რომ ბავშვმა ამის შესრულება დამოკიდებლად ვერ შეძლოს. ასეთ დროს მშობლის დახმარება არის მოტივაცია, წახალისება, რომ დაეხმაროს შვილს, გარკვეული დრო დაუთმოს დავალების შესრულებას, მაგრამ ეს არ ითვალისიწინებს იმ დავალებაზე ბევრად მეტის შესრულებას, ან თვითონ შეასრულოს შვილის ნაცვლად დავალებები მშობელმა.
მასწავლებელი როცა მოსწავლეს აძლევს დავალებას, ეს არის დოზირებული და დროის კონკრეტულ მონაკვეთში შესრულებაზე გათვლილი. მასწავლებელმა რამდენიც ბავშვს არ გადაღლის, თორემ ამას შემდეგ მოჰყვება გადაღლილობა და მოტივაციის დაქვეითება. გადაღლილი და შეწუხებული ბავშვი კი იმ შედეგზე ვეღარ გადის, რასაც ჩვენ მისგან ველით.
რამდენად გამართლებულია, სკოლაში შესვლამდე წერა-
კითხვის ცოდნა? - ეს ხელს უშლის მას საგაკვეთილო პროცესში?
თუ ბავშვს
დიდი სურვილი აქვს ისწავლოს წერა, მშობელი უნდა იყოს აქტიურად ჩართული, დააკვირდეს, როგორია ბგერათა მოხაზულობა და ბადეში ასოების განლაგება. წინასწარ წერა-კითხვის ცოდნა საგაკვეთილო პროცესში ხელს არ შეგვიშლის, როცა საგაკვეთილო პროგრამა არის ბავშვზე ორიენტირებული და მის საჭიროებებს ინდივიდუალურად არის მორგებული. არ არის იმის საფრთხე, რომ ბავშვი, რომელმაც წერა- კითხვა იცის, გაკვეთილზე იქნება უინტერესოდ. როცა ბავშვმა თანატოლებზე ცოტა მეტი იცის და შეუძლია, სასურველია ასეთ მოსწავლეს მასწავლებელმა დავალება მისცეს
მისი ინტერესის გათვალისწინებით და ჩართოს საგაკვეთილი პროცესში.