ადამიანებს ძალიან უჭირთ ფსიქიკური პრობლემების აღიარება საკუთარ თავთან და ასჯერ მეტად ამაზე ხმამაღლა საუბარი. თუ თქვენი ახლობელი გეუბნებათ რომ მას დეპრესია აქვს და ცუდად არის, ჩათვალეთ, რომ შველას გთხოვთ და თქვენი როლი მის გამოჯანმრთელებაში ძალიან დიდია.
1. ნუ დაელოდებით სანამ თვითონ არ წავა ექიმთან, უპოვეთ კარგი ფსიქიატრი/ფსიქოთერაპევტი, ჩაწერეთ და წაიყვანეთ. დეპრესიაში მყოფ ადამიანს არაფრის ძალა და სურვილი არ აქვს, ნუ დაელოდებით რომ თვითონ შეეცდება რამეს, თუ ხედავთ რომ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს, თქვენ გააკეთეთ მის მაგივრად, რაც საჭიროა.
2. გაერკვიეთ მის დაავადებაში, დაანახეთ რომ გაინტერესებთ და გადარდებთ და იცით რას გრძნობს,თეორიულ დონეზე მაინც.
3. ნუ გააკრიტიკებთ - ის ისედაც აკრიტიკებს საკუთარ თავს და ახლა თქვენი მხრიდან კრიტიკა - უბრალოდ ცეცხლზე ნავთია.
4. არ შეიცოდოთ, არავითარ შემთხვევაში. მას ეცოდება თავისი თავი, თქვენ კი, პირიქით,უნდა ანახოთ რომ საცოდავი არ არის, დროებითია მისი პრობლემა და გაივლის.
5. ხშირად ელაპარაკეთ, კითხეთ რჩევები, მოუყევით ყოველდღიური წვრილმანები. ამით მხოლოდ იმას კი არ აგრძნობინებთ რომ საჭიროა, არამედ დროებით გამოთიშავთ ნეგატიური ფიქრებისგან. ელაპარაკეთ სამომავლო გეგმებზე, წვრილმანებზე, სხვა ადამიანებზე, მის ბედნიერ მოგონებებზე, ოღონდ არ მისცეთ ბევრი მარტო ყოფნის და ფიქრის საშუალება.
6. ეცადეთ ფიზიკური აქტივობით დააკავოთ. თუნდაც მოიგონეთ და უთხარით რომ ძალიან გჭირდებათ თქვენ იოგა/ვარჯიში/სეირნობა და თხოვეთ მხარი აგიბათ.
7. ანახეთ როგორ გიყვართ და როგორი მნიშვნელოვანია თქვენთვის - ის ცხოვრებას სწორედ თქვენი სიყვარულის გამო აგრძელებს.
8. ყურადღება გაუმახვილეთ იმაზე, რაც კარგი აქვს, ან რაც კარგად გამოსდის, ხშირად შეაქეთ და ელაპარაკეთ მაგ თემაზე.
9. მოეკიდეთ მოთმინებით - ვიცი, რთულია, შეიძლება თქვენგან მუდმივ ყურადღებას საჭიროებდეს, მაგრამ თუ შეგატყოთ რომ დაგღალათ, შეიძლება თავს რამეც კი დაუშავოს.

თქვენ, დიახ თქვენ შეგიძლიათ მისი შველა.
გთხოვთ, ნუ დატოვებთ მარტო.