ბედნიერება
- ბედნიერება იქაა, სადაც ჩვენ ვართ, უბრალოდ მისი დანახვა უნდა შეგეძლოს. ხელის ჩაჭიდება, გულში ჩაკვრა, ცაში ატაცება, მასთან ერთად გულახდილი საუბარიც უნდა შეძლო, სისულელეზე თვალს დახუჭვაც, დაბრკოლების გადალახვაც.
- ბედნიერებაა ყოველი წამი, დილით მზის სხივის ნახვას თუ შეძლებ, ეგ და ღამით ცაზე მოჭედილი ვარსკვლავების ყურება ხომ კიდევ უფრო დიდი ბედნიერება!
- ბედნიერებაა, ანგელოზივით დაძინებული შვილის ყურება, მასთან ერთდ გათენებული ყოველი დილა;
- ბედნიერებაა, გაზრდილი შვილის ყველაზე პატარა წარმატებაც კი;
- ბედნიერებაა, როცა შეგიძლია თქვა სიტყვები: მადლობა, ბოდიში, მიყვარხარ, მომენატრე;
- ბედნიერებაა, თუ იცი რომ ერთ ადამიანს მაინც შეგიძლია შეუმსუბუქო მძიმე ყოფა;
- ბედნიერებაა, როცა შენი იმედი რამდენიმე ადამიანს მაინც აქვს ამ ქვეყნად;
- ბედნიერებაა, როდესაც მეგობრები შენ გარეშე მოწყენილად გრძნობენ თავს;