Thursday, March 14, 2019

ბედნიერება


                                    ბედნიერება


  • ბედნიერება იქაა, სადაც ჩვენ ვართ, უბრალოდ მისი დანახვა უნდა შეგეძლოს. ხელის ჩაჭიდება, გულში ჩაკვრა, ცაში ატაცება, მასთან ერთად გულახდილი საუბარიც უნდა შეძლო, სისულელეზე თვალს დახუჭვაც, დაბრკოლების გადალახვაც. 
  •  ბედნიერებაა ყოველი წამი, დილით მზის სხივის ნახვას თუ შეძლებ, ეგ და ღამით ცაზე მოჭედილი ვარსკვლავების ყურება ხომ კიდევ უფრო დიდი ბედნიერება! 
  •  ბედნიერებაა, ანგელოზივით დაძინებული შვილის ყურება, მასთან ერთდ გათენებული ყოველი დილა;
  • ბედნიერებაა, გაზრდილი შვილის ყველაზე პატარა წარმატებაც კი;
  • ბედნიერებაა, როცა შეგიძლია თქვა სიტყვები: მადლობა, ბოდიში, მიყვარხარ, მომენატრე; 
  • ბედნიერებაა, თუ იცი რომ ერთ ადამიანს მაინც შეგიძლია შეუმსუბუქო მძიმე ყოფა;
  • ბედნიერებაა, როცა შენი იმედი რამდენიმე ადამიანს მაინც აქვს ამ ქვეყნად;
  •  ბედნიერებაა, როდესაც მეგობრები შენ გარეშე მოწყენილად გრძნობენ თავს;

       
      

No comments:

Post a Comment