Saturday, August 10, 2019

რა უნდა იცოდეს ბავშვმა სკოლაში შესვლამდე?



 
        რა უნდა იცოდეს ბავშვმა სკოლაში შესვლამდე?
როგორ  უნდა  მოიქცნენ  მშობლებ,  სანამ  პატარას  სკოლაში  შეიყვანენ?
- პირველ რიგში, სანამ სკოლაზე მიდგება ჯერი, ბავშვები აუცილებლად უნდა ატარონ ბაღში, რათან ისწავლოს ბავშვებთან ურთიერთობა, დათმობა, ინფორმაციის გაცვლა, მიეჩვიოს დამოუკიდებლობას. ძირითად შემთხვევაში მშობლებს ვურჩევ, იყვნენ ყურადღებიანები, მოუსმინონ ბავშვების ნებისმიერ პროტესტს, ყოველთვის იფიქრონ, რომ პროტესტის დროსაც კი მართლები არიან ბავშვები, უბრალოდ შეიძლება ჩვენ არ გვესმის მათი, რატომ გამოხატეს პროტესტი, რატომ აქვთ კითხვები, მშობლებმა ამ დროს შეკითხვა დაუსვან საკუთარ თავს და არა ბავშვებს. შენიშვნა ამოიღონ ტერმინოლოგიიდან  და  გადავიდნენ  ახსნაზე.
ბევრი უკითხონ, ზღაპრები,  გასართობი, შემეცნებითი - ასაკზე გათვლილი ლიტერატურაფერადი, მხიარული.  მეტი ამუშაონ ფერებზე, ფორმებზე, წელიწადის დროებზე, ციფრებზე. პატარას უკვე უნდა ჰქონდეს იმის აღქმა, რომელ ქვეყანაში ცხოვრობს, ვინ არის, ვინ არიან მისი ახლობლები, ვინ არის მისი მეგობარი და .. მას სჭირდება მეგობრული საუბრები, ურთიერთობები თანატოლებთან, მოსმენა და ყურადღება.

No comments:

Post a Comment