Saturday, September 28, 2019

სასარგებლო რჩევები პირველკლასელი ბავშვების მშობლებს



       პირველი კლასის დაწყება ერთგვარი კრიზისი და  სტრესია  ბავშვისთვის
ეს არის ნორმალური ადამიანის რეაქცია  ცვლილებებზე. იმისთვის, რომ კრიზისი
არ  გადაიქცეს  ნევროზად, თქვენ  უნდა  დაეხმაროთ  თქვენს  შვილს  ახალ
რეალობასთან  ადაპტაციაში.
       პირველ კლასში მისვლისას ბავშვს ეცვლება დღის რეჟიმი, უნდა გაიცნოს ახალი ბავშვები, შეეგუოს  მასწავლებელს. მნიშვნელოვანია, რომ  მშობლებმა  დროულად  შეამჩნიო განიცდის  თუ  არა  ბავშვი  სირთულეებს  და  შეეცადოს  მისთვის  მხარდაჭერის  გაწევას
      მშობელმა  უნდა  იცოდეს, რომ  პირველკლასელი  ვერ  გააკეთებს  საშინაო  დავალებას  დამოუკიდებლად, ის  არ  არის  მზად  ამისთვის.  მეცადინეობისას  მშობელი  უნდა
 დაეხმაროს  ბავშვს,  აუხსნას  დავალების  არსი  და პასუხის  გასაცემად  საკმარისი  დრო  მისცესსწორედ   ასე  ისწავლის  პირველკლასელი  დამოუკიდებლად  მეცადინეობას. როცა  შეამჩნევს  მშობელი,  რომ  შვილი  უკვე  ახერხებს  ამა  თუ  იმ  დავალების  შესრულებას,  ამ  შემთხვევაში,  მეტი  დამოუკიდებლობა  უნდა  მისცეს  და  ნაკლებად  ჩაერიოს  მეცადინეობის  პროცესში.
        დაწყებითი  კლასის  მოსწავლის,  განსაკუთრებით  პირველკლასელის,
მშობელი  თვითონ  უნდა  იყოს  მზად,  რომ  შვილი  მიდის  სკოლაში  და
 მისთვის  დრო  გამონახოსხანდახან  მშობელს  არ  აქვს  დრო, ან  არ
ჰყოფნის  მოთმინებაამიტომ  თავად  აკეთებს  დავალებას   და  საქმეს  უმარტივებს  
შვილს,  რაც  დათვური   სამსახურია.
გვახსოვდეს:
·         დავალების  შესრულება  ბავშვის   პასუხისმგებლობაა,  არ  შეიძლება  შვილის
მაგივრად მშობელმა შეასრულოს დავალება, მაგრამ დაწყებითი ლასის
ბავშვს, განსაკუთრებით  პირველკლასელს,  აუცილებლად  უნდა  დაეხმაროს  
მშობელი  მეცადინეობისას.

·         ბავშვს  შეცდომების  დაშვების  უფლება  უნდა  მივცეთ.  მან  პირველივე  დღეს 
შეიძლება  იდეალურად  ვერ  შეასრულოს  ყველაფერი,  არ  ვეჩხუბოთ  და  არ დავსტრესოთ
 თუ  შეცდომებს  დაუშვებს, რადგან  ამით  თვითშეფასებას  დაუქვეითებთ.

 



რა კავშირშია ძილი ბავშვის განვითარებასთან


  
           ძილი  აუცილებელია  მცირეწლოვანი  ბავშვისთვის  ბევრი  მიზეზის  გამო.  პირველ  რიგში  ენერგიის აღსადგენად.   კვლევებმა  უჩვენა, რომ  ძილი  ასევე  ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ  ზრდას.
რა  შეიძლება  გამოიწყვიოს  ძილის  ნაკლებობამ?
   ძილის  ნაკლებობამ  შეიძლება  გამოიწვიოს  სერიოზული  პრობლემები:  ნელი  ზრდა  ან  საერთოდ  ზრდის  შეჩერებაც.  არასკმარისმა  ძილმა  შეიძლება  ჰორმონებზეც  იქონიოს  ნეგატიური  გავლენა, კონკრეტულად  კი  ისეთ  ჰორმონებზე,  რომლებიც  არეგულირებენ  შიმშმილის  შეგრძნებას  ორგანიზმში.  ამან  კი  შეიძლება  გამოიწვიოს  მადის  დაკარგვა  ან  პირიქით  მადის  ზედმეტად  მომატება,  რაც  გამოიწვევს  ბავშვის  წონაში  ზედმეტად  მომატებას.  ძილის  ნაკლებობა  შეიძლება   დიაბეტის  გამომწვევი  მიზეზიც  გახდეს. ასევე ძილის  ნაკლებობამ  შესაძლებელია  უარყოფითად იმოქმედოს  ბავშვის  მოტორულ  უნარებზე  (მოტორული  უნარი  ეს  არის  ბავშვის  შესაძლებლობა  განახორციელოს  და  აკონტროლოს საკუთარი  მოძრაობა  სხვადასხვა  კუნთების  გამოყენებით  ყოველდღიური  აქტივობების  განხორციელებისას,  თამაშისას, მეცადინეობისას  და . თვითმოვლისას)  და  კონცენტრაციაზე. ეს  კი  აისახება  ბავშვის  ქცევაზე  და მის  აღქმის  უნარზე.
        ძილის მოთხოვნილება  მაინც ინდივიდუალურია  და  ზოგიერთ  ბავშვს  შესაძლოა  სჭირდებოდეს  ოდნავ  ნაკლები  ან მეტი ძილი  სხვებთან  შედარებით.