თამაში საშუალებას იძლევა,
საგაკვეთილო პროცესი
გახადოს საინტერესო და
მომხიბლავი, იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და
ჩართულობა.
თამაში ხელს
უწყობს ცოდნის
გამოყენებას ახალ
სიტუაციაში, ანუ,
მოსწავლის მიერ
შესწავლილი მასალა
გადადის ერთგვარ
პრაქტიკაში და
ზრდის ინტერესს
სწავლის პროცესში.
გაკვეთილის დასაწყისის
ერთ-ერთი
თამაშია „რა დევს ჩანთაში“, ან „რა დევს ყუთში“. მოსწავლეები
ორ ჯგუფად
იყოფიან, თითო
წევრი თითოეული
ჯგუფიდან მორიგეობით
მიდის ყუთთან,
იღებს ერთ
ნივთს (შიგნით
ჩახედვის გარეშე)
და ასახელებს
მას, თითოეულ
ნივთზე უნდა
შექმნან რაიმე
ისტორია და
ისაუბრონ 20 წამის
განმავლობაში (1-ლი ჯგუფიდან). შემდეგ
მეორე ჯგუფიდან ერთი მოსწავლე იღებს
ნივთს და 20 წამის
განმავლობაში საუბრობენ თავის ნივთზე.
რომელიც უფრო
კარგ ამბავს
შექმნის, ის
არის გამარჯვებული. ეს
მეთოდი ლექსიკური
მარაგისა და
მეტყველების გაუმჯობესებასაც
ემსახურება, ასევე
ხელს უწყობს
შემოქმედებითი აზროვნების
უნარის განვითარებასაც.
„ბურთის გადაგდება“ –
ძალიან მარტივი და სახალისოა აქტივობა ჩვეულებრივი ბურთის გამოყენებით. ვასახელებთ დავალებას, მაგალითად, ჩამოთვალეთ სიტყვა „ლამაზის“
სინონიმები და ბურთს ვუგდებთ ერთ-ერთ მოსწავლეს. ის ასახელებს სინონიმს და სწარაფად გადააწვდის მეორეს და ბურთი ასე მოივლის მთელ კლასს. ასევე, (მაგ: შეიძლება დაასახელონ ცხოველები, ტრანსპროტის საშუალებები და ა.შ.).
„ცხელი სკამი“ - მოსწავლეებს ვყოფთ ორ ჯგუფად. გუნდის ერთი წევრი ჯდება ცხელ სკამზე სახით კლასისკენ. მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვას, წინადადებას, სახელს, თარიღს (კონკრეტული საგნიდან გამომდინარე). გუნდის წევრები აძლევენ მინიშნებებს და ეხმარებიან გამოცნობაში,
თუ რა წერია დაფაზე, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება დაასახელონ ან დახატონ ზუსტად ის, რაც არის დაწერილი.
„დაფისკენ სირბილით!“ – ორ ჯგუფად დავყოფთ კლასს და დაფას. ვწერთ დავალებას (მაგ: დაწერეთ არსებითი სახელები, ზედსართავი სახელები, საქართველოს ქალაქები და ა.შ.) მოსწავლეები წერენ სიტყვებს, რომელი გუნდიც ყველაზე მეტს დაწერს, გამარჯვებულიც ის არის.
მოსწავლეები რიგზე არიან დამწკრივებული. თითოეული ჯგუფიდან თითო ბავშვი მირბის დაფასთან, წერს და უკან ისევ სირბილით ბრუნდება. გადასცემს ცარცს მომდევნო ბავშვს და ასე გრძელდება დროის ამოწურვამდე. რომელი გუნდიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს დაწერს, ის არის გამარჯვებული.
„არეული წინადადებები“ ნემისმიერი ტექსტი ნაწილებად დავჭრათ და მოვათავსოთ სხვადასხვა ყუთში ან კონვერტში. მოსწავლეები მორიგეობით მიდიან დაფასთან და მოაქვთ წინადადებები სანამ ტექსტს ლოგიკურად და აზრობრივად მთლიანად არ ააწყობენ. გუნდი, რომელიც პირველი ამთავრებს, არის გამარჯვებული.
„მოიტანე პასუხი“ – ახალი გაკვეთილის ახსნამდე, ტექსტიდან ამოვიწეროთ შეკითხვები, რომლებზე პასუხებიც ბავშვებმა უნდა მოიძიონ. მათ შეუძლიათ გამოიყენონ სახელმძღვანელო, ენციკლოპედია, მთავარია, მოაგროვონ რაც შეიძლემა მეტი სწორი პასუხი.
„ყველაზე სწრაფი“ – მოსწავლეები სამი წუთის განმავლობაში რაც შეიძლება სწრაფად პასუხობენ წინასწარ მომზადებულ შეკითხვებს, პასუხის არცოდნის შემთხვევაში ამბობენ –
„შემდეგი“ და გადადიან მომდევნო შეკითხვაზე. ბოლოს გამოვლინდება მოსწავლე (მოსწავლეები), რომელსაც ექნება ყველაზე მეტი სწორი პასუხი. ამ თამაშის გავრცობაც შესაძლებელია, როცა მოსწავლეს აქვს საშუალება, აირჩიოს კატეგორია კითხვისთვის (მაგ: ბრძოლები, მეფეები, ცნობილი ქალები ისტორიიდან; გრამატიკა, ლიტერატურა, და ა.შ.).
სემესტრისა და თავის შემაჯამებელ გაკვეთილად კარგია
გამოვიყენთ აქტივობა -„რა? სად? როდის?“. ამ თამაშის
დროს წინასწარ მომზადებული შეკითხვების კონვერტებია საჭირო.
ეს თამაში ზრდის მოსწავლეების მოტივაციასა და ჩართულობას. თამაში არის გუნდური, ამიტომ ნაკლებად სტრესულია მოსწავლეებისთვის, მთელი კლასი ერთიანად იმეორებს, იხსენებს და ზოგი მათგანი სწავლობს განვლილ მასალას.
გაკვეთილის ბოლო აქტივობად ძალიან ეფექტურია თამაში „კლასის დატოვება“. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ადრე დატოვონ კლასი
(გაკვეთილების შემდეგ) უნდა უპასუხონ 3 (შეგიძლიათ გაზარდოთ ან შეამციროთ კითხვების რაოდენობა) შეკითხვას, რომელიც წინასწარ მომზადებულია და დევს მაგიდაზე. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე სწორად უპასუხებს შეკითხვებს, შეუძლია კლასის დატოვება, თუ არა, მაშინ ბრუნდება უკან და დგება რიგში ყველაზე ბოლო. შეკითხვები შეიძლება განმეორდეს, რადგან პასუხგაუცემელი შეკითხვა, მაგიდაზე ბრუნდება. ამ გზით მათ შესაძლებლობა ეძლევათ, ისწავლონ და დაიმახსოვრონ სწორი პასუხი დასმულ კითხვებზე. ეს არის ძალიან სასარგებლო გამეორებისთვის, ლექსიკური მასალისა და გრამატიკის გამოსაყენებლად, შესაძლებელია, მთელი გაკვეთილი ამ თამაშს დაუთმო, როცა სემესტრის ან წლის შეჯამებას აკეთებ. სტრესული გამოცდის ნაცვლად შევთავაზოთ ბავშვებს მსგავსი სახალისო თამაში, სადაც თან გაერთობიან, თან ისწავლიან ან ნასწავლს გაიხსენებენ.
მსგავსი თამაშები
გვეხმარება
მასწავლებლებს, უფრო ახლოს გავიცნოთ და სხვა კუთხით დავინახოთ ჩვენი მოსწავლეები და მათი ინდივიდუალური შესაძლებლობები. მაქსიმალურად ვეცადოთ ჩვენი გაკვეთილების ჩატარებისას, გამოვიყენოთ ისეთი მრავალმხრივი აქტივობები, რომლებიც თითოეულ მოსწავლეს მისცემს საშუალებას, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი თავი.
|
Add caption |