როგორ ყალიბდება ადამიანის თვითშეფასება?
თვითშეფასების ჩამოყალიბების დროს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმას, თუ როგორ აფასებს მას გარესამყარო (პირველ რიგში ოჯახი). პატარა ბავშვისთვის ხუმრობით შეფასებაც კი, თუკი ის ნეგატიურია, ძალიან მტკივნეულია და ის ძალიან დიდ კვალს ტოვებს შემდეგ, მოზრდილობაშიც, რაც მშობლებს ხშირად არ ესმით, ისინი ხშირად ამბობენ, რომ ის, რაც თქვეს, ხუმრობით თქვეს.
გინახავთ ადამიანები, რომელთაც ეუბნები, როგორი ლამაზია და ის გპასუხობს: „კაი რა, რას ვგავარ.“ არ შეუძლია
გადაგიხადოთ მადლობა კომპლიმენტისთვის და აუცილებლად იწყებს კამათს უხერხულობისგან: „რას ლაპარაკობ, რას ვგავარ? გავსუქდი“. თითქოს, ის ათასგვარად ცდილობს, მოგიბოდიშოთ და განიშნოთ, რომ „არ გეგონოს, რომ მე ეს დავიჯერე.“ არადა, შენი კომპლიმენტი, შენი კეთილი განზრახვა სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ მას ეს დაეჯერებინა.
No comments:
Post a Comment