Monday, July 22, 2019

წიგნის კითხვა ავითარებს აზროვნებას


                         
წიგნის კითხვა  ავითარებს  აზროვნებას      
     წიგნის კითხვის ერთ-ერთი დადებითი  ეფექტი  ისაა, რომ ის ავითარებს აზროვნებას. წიგნის  კითხვისას  ჩვენ  ვფიქრობთ, ვაზროვნებთ  და ვმსჯელობთ  წიგნში წამოჭრილ საკითხზე.

v  ნტისტრესულია
     თანამედროვე  ცხოვრებაში  სტრესისგან  გათავისუფლება  ადამიანების  მთავარი საზრუნავია. ამაში  დაგეხმარებათ  წიგნის  კითხვა. წიგნის  ენის  რითმულობა და სიმდიდრე  ფსიქიკას  ამშვიდებს  და  დადებითად  მოქმედებს  ორგანიზმზე. სასურველია  ძილისწინ  ფანტასტიკური  ჟანრის  წიგნის  კითხვა.


v  ამდიდრებს  სასაუბრო  ლექსიკას
     განსხვავებული  ჟანრის  წიგნებ  წაკითხვისას , ხშირად აღმოაჩენთ  ისეთ სიტყვას, რომელსაც  ყოფით  საუბარში  არ  იყენებთ. უცხო სიტყვის ლექსიკონში ძებნა აუცილებელი  არ  არის, მის  მნიშვნელობას კონტექსტის  მიხედვით  შეიძლება მიხვდეთ.  გარდა  ლექსიკის  გამდიდრებისა,  თქვენ  გრამატიკასაც  უკეთესად დაეუფლებით.

v  გიცავთ  ალცგეიმერის   დაავადებისგან
    ალცგეიმერის  დაავადება - ტვინის  ფატალური  დაზინება,  დაავადებულ  ადამიანებს ტვინში  ინსულინ  ნაკლებობა აღენიშნებათ,  ამ  დაავადებით  მსოფლიოში 26 მილიონი  ადამიანი  იტანჯება.  თქვენ ამ დაავადებისგან  დაზღვეული  იქნებით, თუ  რეგულარულად  წაიკითხავთ  წიგნებს. კითხვის  პროცესში,  ტვინის  მოქმედება იზრდება,  რაც  დადებითად  მოქმედებს  მასზე.

v  გმატებთ  თავდაჯერებულობას
     საუბრისას ჩვენ  თუ  წარმოვაჩენთ  ღრმა  ცოდნას  ამა  თუ  იმ  საკითთან დაკავშირებით  (რაც წიგნების კითხვის დამსახურებაა)  ჩვენ  მიმართ გარშემომყოფებმეტ  პატივისცემას  გამოიჩინენენ. ნაკითხი  და  განათლებული  ადამიანის  იმიჯი  კი დადებიად  აისახება  თვითშეფასებაზე.

v  გვხდის  უფრო  შემოქმედებითს
   კრეატიულ  ადამინებს  უამრავი  შესანიშნავი  იდეის  გადმოფრქევა  და გარშემომყოფთათვის  განაწიელება  შეუძლიათ.  წიგნის  კითხვისას  დიდი რაოდენობით  ცოდნას  დააგროვებთ,  რომელიც  აუცილებლად  გამოგადგებათ ცხოვრებაში.

v  აუმჯობესებს  ძილს
     თუკი თქვენ  სისტემატიურად  წაკითხავთ  წიგნს ძილისწინ, ორგანიზმი  შეეჩვევა ამას  და  დაარეგულირებს  დროს  დასაძინებლად.  ამრიგად  თქვენ  არამარტო  ძილს გაამჯობესებთ,  არამედ  დილით  უფრო  კარგად  იგრძნობთ  თავს

v  აუმჯობესებს  კონცენტრაციას
კითხვის  პროცესში  აუცილებელია  კონცენტრაცია  ერთ  თემაზე.  კონცეტრაცია  კი უმნიშვნელოვასია  ნებისმიერი  საქმიანობისას.