თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
თამაში ბავშვს აძლევს საშუალებას შეისწავლოს მის ირგვლის არსებული სამყარო, ჩაატაროს ბავშვური ექსპერიმენტები და განავითაროს სოციალური უნარები. შესაძლებელია ამ ყველაფერს თქვენ უყურებთ როგორც უბრალო ბავშვურ თამაშს, რომელსაც არანაირი დამატებითი სარგებელი არ მოაქვს, მაგრამ სინამდვილეში ამ დროს ბავშვი საკმაოდ ბევრს “მუშაობს”. თამაშის დროს აქტიურად ხდება პრობლემების გადაჭრა, სხვადასხვა უნარების გამომუშავება, ფიზიკური და გონებრივი სირთულეების გადალახვა.
- თამაში ეხმარება ბავშვს ფანტაზიის განვითარებაში!
წარმოსახვის უნარის საშუალებით ბავშვს შეუძლია უბრალო ხის კუბი გადააქციოს გემად ან ქვაბები და ტაფები გადააქციოს დასარტყამ ინსტრუმენტად.
- თამაში ხელს უწყობს სოციალური უნარების განვითარებას !
თამაში ავითარებს ურთიერთთანამშრომლობას და სათამაშოების გაზიარებას. ბავშვები თამაშის დროს თანხმდებიან მასზედ თუ ვინ უნდა იყოს დედა, ან ვინ უნდა ჩაიცვას ვარდისფერი კაბა. ისინი ფაქტიურად სწავლობენ საკმაოდ მნიშვნელოვან სოციალურ უნარებს.
- თამაში ხელს უწყობს ფიზიკურ განვითარებას!
სხვადასხვა ტიპის ფიზიკური თამაში ხელს უწყობს სხვადასხვა ფიზიკური უნარის განვითარებას. მაგალითად: ხტუნვა ხელს უწყობს წონასწორობის შენარჩუნების უნარის განვითარებას, სპორტული აქტივობები ზოგადად მოითხოვენ კოორდინაციას. ფიზიკურ თამაშს ასევე მოაქვს არაფიზიკური სარგებელი: ის ეხმარება ბავშვებს გაუმკლავდნენ სტრესსა და გაღიზიანებას. საქმე ისაა, რომ თუ ბავშვს არ გამოვუყოფთ აქტიური თამაშისთვის საკმარის დროს, თქვენმა შვილმა შეიძლება დაიწყოს ბუზღუნი და საკმაოდ გაღიზიანდეს (ფიზიკური თამაშის ნაკლებობა შესაძლებელია ბავშვის ზედმეტი წონის შედეგიც გახდეს).
- თქვენი როლი თქვენს შვილთან თამაშის დროს
უკეთესია თუ ბავშვს მისცემთ საშუალებას თვითონ მართოს სიტუაცია თამაშის დროს. მიეცით ბავშვს საშუალება თვითონ განსაზღვროს რა და როგორ გააკეთოს დროის ფაქტორისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით. ეს მოგცემთ საშუალებას დაინახოთ თუ როგორ შეუძლია მას განსაჯოს ესა თუ ის სიტუაცია და ასევე შეძლებთ განახოთ ის თუ რისი გაკეთებაც მას მოსწონს. შეუერთდით ბავშვს თამაშის დროს, მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ დაგპატიჟებენ. ის თუ რამდენად ყურადღებით ხართ ჩართული თამაშში, ძალიან მნიშვნელოვანია მისი თვითშეფასების განვითარებისათვის. მაგალითად, როდესაც თქვენ ირგებთ მის მიერ შექმნილ რაღაც როლს, თქვენ აღიარებთ მის წარმოსახვით სამყაროს და აჩვენებთ იმას, რომ ის რაც მისთვის სასიამოვნო და საინტერესოა, თქვენთვისაც მნიშვნელოვანია.
No comments:
Post a Comment