რა ეტაპებს გადიან ბავშვები კითხვის სწავლამდე და როგორ წავახალისოთ ისინი
პატარა ბავშვი ზღაპრის მოსმენისას სწავლობს, რომ მას აქვს დასაწყისი,
შუა ნაწილი და დასასრული. ის ასევე სწავლობს წიგნის ყდის გაფორმების მიხედვით ზღაპრის შინაარსის გამოცნობას, ასევე სწავლობს იმის გამოცნობას თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ან დასრულდეს ზღაპარი.
ბავშვები სწავლობენ, რომ ზღაპრებში არიან გმირები და რომ მკითხველს აინტერესებს თუ სად და როდის ხდება ზღაპარში მოყოლილი ამბავი. მოსწონთ საკუთარი თავისა და ასევე
სხვა მათთვის ნაცნობი ადამიანების ზღაპრის გმირებთან შედარება.
vბავშვებს უყვართ
„ვითომ კითხვა”
· იმ ბავშვებს,
რომლებსაც ხშირად უკითხავენ, უყვართ წიგნების
„ვითომ
კითხვა“. მათ შეიძლება ასე წაუკითხონ წიგნები თოჯინებს და ცხოველებს და გამოიყენონ საკუთარი სიტყვები და ფრაზები ამბის მოსაყოლად.
·
შესაძლებელია თამაშის დროსაც დაასახელონ ის საჭმელები,
რომელსაც
ისინი თოჯინებს უმზადებენ. (თამაშით ისინი სწავლობენ თუ რომელი საკვებია სასარგებლო. ასეთი მიდგომით ბავშვს ვუქმნით განწყობასას მიირთვან
სასარგებლო საკვები).
vბავშვები სწავლობენ, რომ სამყარო სავსეა ასოებით
სკოლამდელი პერიოდში, ბავშვების დიდი ნაწილი სწავლობს ანბანს ზეპირად. ისინი სწავლობენ ასოებს, განსაკუთრებით
ადვილად სწავლობენ იმ ასოებს,
რომლებიც მათ სახელში შედის, ამას მოყვება ასოები მშობლების სახელებიდან, და-ძმების , მეგობრებისა და ნათესავების სახელების შემადგენელი ასოები. ასევე სწავლობენ ნაცნობი ასოების გამოცნობას
სხვადსხვა წარწერებზე და ამის შესახებ სიხარულით ამცნობენ ხოლმე მშობლებს.
vწაუკითხეთ თქვენს შვილს საყვარელი წიგნები ყოველდღე
სკოლამდელი ასაკის ბავშვები ზოგჯერ იმახსოვრებენ დიდ ტექსტს, მათ აქვთ უნებლიე
მეხსიერება კარგად
განვითრებული. შეიძლება მოეწონოს ტექსის
ჟღერადობა, ნახატი, რომელიც მას
ახლავს, ან რამემ
მიიქციოს ყურადღება და დაიმახსოვროს.
v წაუკითხეთ წიგნები მრავალფეროვანი გმირებით
ბავშვებს წაუკითხეთ წიგნები ისეთი გმირებით, რომლებიც გვანან მათ და საუბრობენ
როგორც ისინი. მაგრამ ამავე დროს, მათ ძალიან
მოსწონთ არაბუნებრივ გმირებზე ამბების კითხვა, ასეთი გმირები შეიძლება იყონ მოსაუბრე ცხოველები. ეს ავითარებს მათ ფანტაზიას და ხელს უწყობს წარმოსახვითი თამაშების სიყვარულს. (პატარას
ჰგონია, რომ რაც მოძრაობს ყველაფერი
ცოცხალია)
v კითხვის დროს თითი გააყოლეთ სიტყვებს
თითის გაყოლება ასევე ასწავლის ბავშვს იმას, რომ ჩვენ ვკითხულობთ ზემოდან ქვევით და მარცხენიდან მარჯვნივ.
v ახალი სიტყვების შესასწავლად გამოიყენეთ ზღაპრები
კითხვის დროს ახალ სიტყვებზე ყურადღების გამახვილება ხელს უწყობს წაკითხულის კარგად აღქმას. თქვენ შეგიძლიათ თქვენი შვილის ლექსიკონის მარაგის გაზრდა თუ გააგებინებთ ახალი და უცნაური სიტყვების მნიშვნელობას, რომლებიც გხვდებათ ზღაპარში.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ასწავლოთ
ამ სიტყვების
გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
No comments:
Post a Comment