Sunday, July 21, 2019

10 რამ, რაც შვილს ბავშვობაში უნდა ასწავლოთ იმისთვის, რომ მომავალში ბედნიერი იყოს





              10  რამ,  რაც  შვილს  ბავშვობაში  უნდა  ასწავლოთ იმისთვის,  რომ  მომავალში ბედნიერი  იყოს

 ადამიანი დაბადებიდან პირველ წლებში უამრავ ინფორმაციას იგებს და ითვისებს. ბავშვის ტვინი ყველაფერს მარტივად ისრუტავს. სწორედ ბავშვობაში ვყალიბდებით და ბავშვობა  განაპირობებს იმას, თუ როგორები ვიქნებით ზრდასრულ  ასაკში.
   ვნახოთ ის ათი მთავარი რამ, რაც შვილებს ბავშვობაში უნდა ასწავლოთ იმისთვის, რომ ის ზრდასრულ ასაკში ბედნიერი იყოს.
1. მეორე ენა - კვლევის თანახმად, ბავშვები, რომლებიც უცხო ენას  სწავლობენ, უფრო მარტივად ადაპტირდებიან ცვლილებებთან  და ადვილად იღებენ  სიახლეებს. აქვთ უკეთესი  მეხსიერება, უკეთ  პოულობენ  გამოსავალს  პრობლემებიდან.   


2. ცურვა - ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა ადამიანს უფრო ჯანმრთელს და ჯანსაღს ხდის, მაგრამ ცურვა ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიკური აქტივობაა. თუ შვილს ცურვას ასწავლით, ამით გადარჩენის გზასაც ასწავლით და განსხვავებული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემთ. ცურვა აძლიერებს ფილტვებს, ავითარებს კოორდინაციის  უნარს,  ასევე  ის  ეხმარება  ტვინს,  რომ  დიდხანს  შეინარჩუნოს სიჯანსაღე  და  ეს  მცირე  ჩამონათვალია  იმ  უამრავ  სარგებელთაგან,  რომელსაც ადამიანებს  ცურვა  აძლევს.



3. რომელიმე  ინსტრუმენტზე  დაკვრა - რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა ავითარებს  ადამიანის  გონებრივ  შესაძლებლობებს,  აუდიტორიასთან  ურთიერთობის უნარს. თუ თქვენს  შვილს  ინსტრუმენტზე  დაკვრას ასწავლით,  მას  ზრდასრულ  ასაკში  ექნება  ეფექტური  კომუნიკაციის  უნარი  და შემოქმედებითი  უნარის  მქონე ადამიანი  იქნება  და უკეთ  შეძლებს  საკუთარი  აზრების  გადმოცემას.



4. ცეკვა - ცეკვის  საშუალებით  ბავშვები   გამოხატავენ  საკუთარ   ემოციებს.  ცეკვა  მათ  ეხმარება  კრეატიულ  ადამიანებად  ჩამოყალიბებაში.  ცეკვა ასევე ბავშვს  აახლოვებს  სხვადასხვა,  განსხვავებულ  კულტურებთან. აქცევს  უფრო  მეტად  გონებაგახსნილ  ადამიანად,  რომელსაც  სჯერა  საკუთარი  თავის  და  საკუთარი სხეულის.

   





5. გარემოზე  ზრუნვა -  შვილებს  აუცილებლად  უნდა  ასწავლოთ,  რომ გაუფრთხილდნენ   ჩვენს  პლანეტას, რათა შემდეგმა  თაობებმაც  შეძლონ ცხოვრება. ასწავლეთ,  რომ არ  გადაყარო ნაგავი  ქუჩაში  და   თვითონაც  დაასუფთავო  გარემო.
    







6. ასწავლეთ  დასუფთავება,  დალაგება - ჰიგიენის  წესების  ცოდნა  უმნიშვნელოვანესია.  არ  აქვს  მნიშვნელობა  თქვენი  შვილი  გოგონაა,  თუ  ბიჭი,  ეს უნარი  ყველას  სჭირდება  იმისთვის,  რომ  ჯანსაღად  ცხოვრება  შეძლოს. გარდა  იმისა, რომ  სისუფთავის  წესებს  ასწავლით,  ზრდასრულ  ასაკში  ის  ორგანიზებულ  და პასუხისმგებლობის  გრძნობით  სავსე  ადამიანად  ყალიბდება

           




7. საჭმლის  მომზადება - მიეცით  თქვენს  შვილს  საშუალება, რომ  დაგეხმაროთ საჭმლის  მომზადებაში  და  ზოგჯერ  დამოუკიდებლადაც  მოამზადოს  რაიმე.  თუ  ამ პროცესში ჩართავთ,  მას  თანდათან  ჯანსაღი  კვების  კულტურა  გამოუმუშავდება  და გააცნობიერებს,  რომ  სწრაფი  კვების  ობიექტებში  ნაყიდი  საჭმელი  არც  ისე სასარგებლოა  ჯანმრთელობისთვის.  ესაუბრეთ  მას  ამა  თუ  იმ  პროდუქტზე  და  უკეთ გაარკვიეთ  მათ  გემოში.  საჭმლის  მომზადება,  ეს  აუცილებელი  უნარია, რომელიც ცხოვრებაში  ყველას  სჭირდება.



8. ფულის  ხარჯვა - მნიშვნელოვანია,  რომ  ზრდასრულ  ასაკში  გამომუშავებული გვქონდეს  ფინანსური  პასუხისმგებლობები  და  თუ  არ  ვიცით  ფულის სწორად ხარჯვა,  რა  თქმა  უნდა,  შეცდომებს  დავუშვებთ  და  ფინანსური  კრიზისი გველოდება.  მნიშვნელოვანია  ასწავლოთ  თქვენს  შვილებს  ფულის  ხარჯვის  წესები,  მისი  ჭკვიანურად  დახარჯვა,  გადანაწილება.



9. კომუნიკაცია  საკუთარ  გრძნობებთან - ზოგჯერ  რთული პერიოდები  გვაქვს  და ნეგატიური  ემოციებით,  არასასიამოვნო  და  არაკომფორტული  განცდებით  ვართ დატვირთული.  ასწავლეთ  თქვენს  შვილს  ადრეული  ასაკიდანვე  როგორ გაუმკლავდნენ  ნეგატიური  ფიქრების  შემოტევებს.  ასწავლეთ,  რომ  ზოგჯერ აუცილებელიც  კია  საკუთარ  თავთან  კომუნიკაცია  იმისთვის,  რომ  გაარკვიონ  რა სურთ,  ან  რა  აწუხებთ  სინამდვილეში.
       





10.  ასწავლეთ  მას  განტვირთვა - სკოლაში  ბავშვებს  ყველა საგანში  მაღალ აკადემიურ  მოსწრებას  სთხოვენ,  მათ  უამრავი  ინფორმაციის  დამახსოვრება  უწევთ, დადიან  სხვადასხვა  გაკვეთილებზე  სკოლის  შემდეგაც.  ეს  ყველაფერი  კარგია,  მაგრამ  მშობლებო, ნუ  დაგავიწყდებათ,  რომ ბავშვებს  აუცილებლად  სჭირდებათ განტვირთვა,  ყველაფრისგან  შესვენება,  დრო  თამაშისთვის.  ასწავლეთ  მას,  რომ  ეს უმნიშვნელოვანესია.  ზრდასრულ  ასაკში  მას  ეცოდინება,  რომ  უნდა  იმუშაოს,  მაგრამ  ამავდროულად,  უნდა  განიტვირთოს  კიდეც.  მხოლოდ  ასეთი  ადამიანები ახერხებენ  სტრესისგან  თავის  არიდებას  და  ბედნიერების  პოვნას.


                   

No comments:

Post a Comment