Saturday, July 13, 2019

ვინ არის საუკეთესო მასწავლებელი?




            ვინ არის საუკეთესო მასწავლებელი?

       უკანასკნელ ხანს, სასკოლო რეფორმის პარალელურად, მრავალი გამოკვლევა მიეძღვნა საკითხს, რა არის მთავარი იმისთვის, რომ კარგი მასწავლებელი გახდე. გამოიკვეთა რამდენიმე მახასიათებელი: განათლება, საგნის ღრმა ცოდნა, მოსწავლეთა მაღალი შედეგები, სხვა მასწავლებელთა შეფასებები და სხვა.
     მოსწავლესა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის  გარეშე სავსებით ლოგიკური იქნება, თუ ბევრი მოსწავლე ქრონიკულად გამოეთიშება სასწავლო პროცესს”.
მრავალი კვლევა ადასტურებს: მოსწავლე-მასწავლებლის  მჭიდრო  ურთიერთობასა  და  მოსწავლეთა  აკადემიურ  წარმატებებს  შორის  უშუალო  კავშირია.
·        იზრდება  მოსწავლეთა  ცოდნის  დონე  და მათი სურვილი, მიაღწიონ 
 უფრო მაღალ  სტანდარტებს;
·        იშვიათდება  მოსწავლეთა  ნეგატიური  ქცევა;
·         იზრდება  მოსწავლეთა  აქტიურობა  და, შესაბამისად, სასწავლო პროცესი  
უფრო   ეფექტური  ხდება;
·         მოსწავლეებს  უჩნდებათ  სკოლის  მიმართ  პოზიტიური  დამოკიდებულება;
·        მოსწავლეებს  უყალიბდებათ  ისეთი  სოციალური  თვისებები, როგორებიცაა
ურთიერთპატივისცემა,  ემპათია (სხვის  მდგომარეობაში  ჩადგომის  უნარი),  სოციალური  პასუხისმგებლობა;
          მოსწავლეებთან მასწავლებლების ურთიერთობის ხარისხი  მნიშვნელოვანწილად განაპირობებს  მთელი  სასწავლო  პროცესის წარმატებასაც. იქ, სადაც მოსწავლე-მასწავლებლის  თანამშრომლობით  ურთიერთობას   დიდ   ყურადღებას  აქცევენ, მოსწავლეთა  აკადემიური  მოსწრებ ბევრად უკეთესია. მოსწავლეები მეტი მონდომებით  სწავლობენ იმ  მასწავლებლების  ხელმძღვანელობით, რომლებსაც სჯერათ  მათი  და რომლებიც  სიტყვით  თუ  საქმით  გამოხატავს  მოსწავლეთა  მიმართ მზრუნველობას,  მათ  პატივისცემას.
       მჭიდრო,  კეთილგანწყობილი  ურთიერთობა  სულაც  არ ნიშნავს  იმას, რომ მოსწავლეებს  შეუძლიათ, საკლასო ოთახში, რაც უნდათ, ის აკეთონ.  მასწავლებელი კარგად  უნდა  იცნობდეს  მოსწავლეს, სჯეროდეს  მისი  და  მასაც  ჩაუნერგოს  საკუთარი   თავის  რწმენა;  პატივისცემით  ეპყრობოდეს  მოსწავლეს, უქმნიდეს ხელსაყრელ  პირობებს  ცოდნის  დემონსტრირებისთვის.  მოსწავლე  უნდა  გრძნობდეს, რომ  მასწავლებელი  მასთან  ურთიერთობას  აფასებს. ურთიერთობა უნდა იყოს ყოველდღიური  და მასში  არ  იგრძნობოდეს ფავორიტიზმი.
         ყველაზე  მტკივნეული  საკითხია  მასწავლებლების  დამოკიდებულება  საკუთარი შეცდომების  მიმართ. სავსებით  შესაძლებელია,  მასწავლებელს  შეცდომა  მოუვიდეს სასწავლო  პროცესში  ან  მოსწავლესთან  ურთიერთობის  დროს. იგი მზად უნდა იყოს ამისთვის, თუმცა  ბევრს უჭირს  იმ  აზრთან  შეგუება,  რომ  შეუცდომელი  არ  არის. ძალიან  მნიშვნელოვანია  საკუთარი  შეცდომის  დანახვა  და  მის  გამოსასწორებლად ზომების  მიღება. ცდება,  ვისაც  მიაჩნია, რომ  მასწავლებელი  სრულყოფილი  უნდა  იყოს  და  ყველა  კითხვაზე  ჰქონდეს  პასუხი.  უკვე  აღარავინ  დავობს,  რომ  მოსწავლის  შეცდომა  და  მისი გამოსწორება  ხელს  უწყობს  სწავლის  უნარის  ამაღლებას.  მოსწავლეები  უკეთესად  ვითარდებიან, როდესაც  შეცდომებისა  არ ეშინიათ,  როდესაც  მათ  დაუყოვნებლივ  არ  სჯიან  ამის  გამო.  
     მკვლევართა საბოლოო  დასკვნა  ასეთია:  
  •          მასწავლებლის  პროფესიული  ცოდნის  დონე  უმნიშვნელოვანესი  კომპონენტია

მოსწავლის  აკადემიური წარმატების მისაღწევად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი;
  •         უფრო  და  უფრო მნიშვნელოვანი  ხდება  მასწავლებლის  უნარი,  დაამყაროს

მოსწავლესთან  კარგი ურთიერთობა,  რაც,  თავის მხრივ, უამრავი  მცირე თუ დიდი დეტალისგან  შედგება (ხშირად  გაღიმება, სახელებით  მიმართვა, მოსწავლეთა ხასიათების  ცოდნა,  მათი  სურვილების  გაგება, მათთვის  საკუთარი  პიროვნების  უკეთ გაცნობა, თანამიმდევრულობა  ურთიერთობისას,  შეცდომის  შიშის  დაძლევა  და სხვ.).

  •         კეთილგანწყობილი  ურთიერთობა  მასწავლებლისთვის  უნდა  იყოს  იარაღი,

რომლითაც იგი  მოსწავლეს  უკეთ  ჩართავს  სასწავლო  პროცესში და შეუქმნის  მას ხელსაყრელ  პირობებს   როგორც   პიროვნული,  ისე   შემოქმედებითი  ზრდისთვის.







No comments:

Post a Comment