v ბავშვები 8 წლის ასაკში
გამოვყოთ გარკვეული ქცევის თავისებურებები, რომელიც
ბავშვების დიდ ნაწილს კონკრეტულ ასაკში ახასიათებთ
სპეციალისტები გამოყოფენ შემდეგ თვისებებს ამ ასაკის ბავშვებში:
- ბავშვები განსაკუთრებით ითხოვენ სიყვარულის გამოხატვას მათ
მიმართ და უნდათ, რომ უფრო მეტად გაუგონ.
- ამ ასაკის ბავშვებს უკვე აქვთ უნარი დახმარება გაუწიონ უფროსებს
სხვადასხვა საქმეში (მაგალითად: მიალაგონ თავისი სათამაშოები, ტანსაცმელი და სასწავლო ნივთები);
- არიან მხიარულები, სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა, თუმცა
ამავე დროს ხშირად უხეშობენ, მბრძანებლობენ და ეგოისტებიც არიან;
- ემოციები ეცვლებათ სწრაფად;
- ახასიათებთ სულსწრაფობა, ლოდინს ხშირად აღიქვამენ
როგორც ტანჯვას;
- შეუძლიათ ადვილად დამეგობრება და ძირითადად ჰყავთ
თავისი სქესის მეგობრები;
- უყვართ თამაში ჯგუფში და მოსწონთ გუნდური სპორტული
თამაშები;
- ადვილად ექცევიან თანატოლების ზეგავლენის ქვეშ;
- არიან ჯიუტები და ხშირად დაუმორჩილებლები;
8 წლის ასაკში ბავშვებს განსაკუთრებით ახასიათებთ ჯიუტობა და
დაუმორჩილებლობის სურვილი. როდესაც თქვენს შვილს თხოვთ დადოს
ტანსაცმელი თავის ადგილას და ის არ ასრულებს თქვენს თხოვნას, ან არ
მოდის როცა ეძახით სადილზე, შესაძლებელია გგონიათ, რომ სადღაც
შეცდომა დაუშვით ბავშვის აღზრდაში.

ასეთი ქცევა, სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა ამ ასაკის ბავშვებისთვის.
v როგორ შეიძლება მოიქცეს მშობელი ასეთ დროს?
„ ახლა არა“ და საშინლად ბრაზდება, როდესაც აიძულებთ მას მაგიდასთან
მოსვლას, თუ ის ამ დროს მეგობრებთან თამაშობს, უთხარით, რომ გესმით თუ რამდენად ძნელია ასეთ დროს მეგობრებისა და თამაშის მიტოვება, მაგრამ
სადილი უკვე მზად არის და ამიტომ უნდა მოვიდეს მაგიდასთან. ასეთ დროს
მთავარია პრობლემის შექმნის ნაცვლად აჩვენოთ მას, რომ თქვენ რეალურად
მის მხარეზე ხართ. ეცადეთ არ გაბრაზდეთ (თუნდაც მეზობელი ან ნათესავი დამცინავად გიყურებდეთ იმის გამო, რომ თქვენი შვილი ადვილად არ
გემორჩილებათ). იყავით თბილი ბავშვის მიმართ, მაგრამ მტკიცე თქვენს
სიტყვებში, როცა ეუბნებით, რომ ის უნდა მოვიდეს როცა ეს
აუცილებელია.
v
დააწესეთ შეზღუდვები
ამ ასაკში ბავშვებს სჭირდებათ გარკვეული შეზღუდვები.
მაგალითად ნათლად განუმარტეთ ასეთი შეზღუდვები: „ნებართვის გარეშე
ტელეფონით დარეკვის უფლება არ გაქვს“, ან „უნდა შემოხვიდე სახლში
პირველივე დაძახებისთანავე“. თუ თქვენს შვილს წესებთან შეგუების
პრობლემა აქვს (როგორც ყველა ბავშვს), ეცადეთ მოძებნოთ გამოსავალი.
მაგალითად: შესაძლებელია ბავშვი ჭირვეულობს დავალების შესრულების
დროს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ვერ იგებს მათემატიკის
რომელიღაც წესს და უჭირს დავალების შესრულება. ასეთ დროს გამოსავალი
იქნება უფროსის დახმარება. მისი დაუმორჩილებლობა სახლში შემოსვლის
მოთხოვნაზე კი შესაძლებელია იმით აიხსნას, რომ მას არ აქვს საკმარისი
თავისუფალი დრო ბავშვებთან სათამაშოდ. თუ ის დაინახავს რომ თქვენ
გულწრფელად ცდილობთ იპოვოთ გამოსავალი პრობლემიდან,ის აუცილებლად შეამცირებს ჭირვეულობას და მეტად დაემორჩილება თქვენს წესებს.
v წაახალისეთ კარგი ქცევა
ბავშვი როდესაც ჯიუტობს, ეცადეთ როგორმე შეიკავოთ თავი.ეცადეთ
ყოველთვის აღნიშნოთ, როდესაც ბავშვი კარგად იქცევა და გაამხნევეთ რომ
ასე გააგრძელოს. შესაძლებელია ბავშვს დასჯის მუქარით აიძულოთ კარგად
მოქცევა, მაგრამ ამას ის მხოლოდ შიშის გამო თუ გააკეთებს. საუკეთესო
სიტუაცია კი მხოლოდ მაშინ იქმნება, როცა ბავშვი კარგად იქცევა მხოლოდ
იმიტომ, რომ მას ეს თვითონ უნდა. ასე ის უფრო ბედნიერი იქნება და თავს
კარგად იგრძნობს. გააგებინეთ თქვენს შვილს, რომ როცა ის წესებს არღვევს,
ამას თავისი შედეგი აუცილებლად მოჰყვება. გააკეთეთ განმარტება ძალიან
კონკრეტულად და არა დასჯის ფორმით. მაგალითად უთხარით: „ თუ ფეხბურთის ბურთით სახლში ითამაშებ, ჩვენ იძულებული გავხდებით,

რომ ის გადაგიგდოთ!“.
v დაეხმარეთ დაწყნარებაში პოზიტიური ფორმით
რომ ის ვერ აკეთებს იმას, რაც თვითონ სურს, დაეხმარეთ მას დამშვიდებაში.
იმის ნაცვლად, რომ უთხრათ “ახლავე წადი შენს ოთახში!“ უთხარით, წავიდეს და ჩამოჯდეს თავის საყვარელ ადგილას სახლში, რომ სიბრაზემ გადაუაროს. შესაძლებელია ასეთი მომენტებისთვის ბავშვმა თვითონვე გააკეთოს სახლში თავისი კუთხე, საყვარელი ბალიშით და საყვარელი წიგნებით. მას შემდეგ, რაც ორივე დაწყნარდებით, შეგიძლიათ ისაუბროთ სწორ ქცევასა და დაშვებულ
შეცდომებზე.
v აჩვენეთ უფრო მეტად რომ მას ენდობით
ეცადეთ მისცეთ ბავშვს უფრო მეტი საშულება იმისთვის, რომ მან თავი
იგრძნოს დამოუკიდებლად, რომელიც მას ასე ძალიან უნდა. მიეცით საშუალება თვითონ აირჩიოს ტანსაცმელი.
მიეცით საშუალება გააკეთოს არჩევანი რვეულების ყიდვის დროს და ა.შ.
იგრძნოს დამოუკიდებლად, რომელიც მას ასე ძალიან უნდა. მიეცით საშუალება თვითონ აირჩიოს ტანსაცმელი.
მიეცით საშუალება გააკეთოს არჩევანი რვეულების ყიდვის დროს და ა.შ.
v წადით კომპრომისზე (შეთანხმება)
შვილის სიჯიუტის და პროტესტის შემოტევებს. თუ ხედავთ, რომ რომელიმე
მეგობართან ბოლო დროს გაახშირა კინკლაობა, ეცადეთ მისი სხვა მეგობარი
მოიწვიოთ სახლში. თუ ის ღიზიანდება, როდესაც მის ნივთებს ვინმე ხელს
ჰკიდებს, ეცადეთ კარადაში შეინახოთ სტუმრის მოსვლამდე. პატივი ეცით მის
ასაკს და მდგომარეობას. ზოგჯერ ჯიუტობის და დაუმორჩილებლობის მიზეზი შესაძლებელია იყოს დავალების სირთულე. იმის ნაცვლად, რომ მოთხოვოთ თავი დაანებოს თამაშს, რომელშიც ის იმარჯვებს, მიეცით მას გაფრთხილება რამდენიმე წუთით ადრე, რომ დრო მისცეთ სხვა საქმეზე ყურადღების
გადასატანად. (მაგ. „ნიკა, 5 წუთში გვექნება სადილი და გთხოვ დაამთავრე თამაში!). ალბათ მას
ძალიან არ გაუხარდება, რომ მოუწევს თამაშის მიტოვება, სავარაუდოდ ამაზე იწუწუნებს კიდეც. თუ თქვენ იქნებით თანმიმდევრული და მომთმენი,
თქვენი შვილი საბოლოოდ ისწავლის, რომ სიჯიუტითა და
დაუმორჩილებლობით ვერ მიიღებს იმას, რაც მას სურს.
No comments:
Post a Comment